ხელმისაწვდომობა: დამოუკიდებლად გადაადგილების თავისუფლება
დღეს მსოფლიოში, ყოველი რვა ადამიანიდან ერთი 60 წელს გადაცილებულია, მოსალოდნელია ამ რიცხვის გაზრდა,რადგან შობადობის მაჩვენებელი კვლავ იკლებს და იზრდება სიცოცხლის ხაგრძლივობა. TK ლიფტი დაგეხმარებათ პლანეტის დაბერებული მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველყოფაში. ჩვენ გთავაზობთ სპეციალურ და მორგებულ სისტემას ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად როგორც კერძო, ისევე საჯარო სექტორებში.
კიბეებიდან და პლატფორმის ლიფტიდან სახლის ლიფტებამდე, ჩვენ დაგეხმარებით დამოუკიდებლად და კომფორტულად იმოძრავოთ საკუთარ სახლში რაც შეიძლება დიდი ხნის ვადით.
ერთ დღეს აირჩიეთ კიბეები მეორე დღეს თქვენზე მორგებული სახლის სისტემა. თქვენი სიტუაციისა თუ ცხოვრების ეტაპის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს მოსახერხებელი სახლის სისტემა შემუშავებული თქვენთვის.
აქ მოცემულია რამოდენიმე უპირატესობა უმაღლესი ხარისხის სახლის კომფორტისთვის:
- ჯილდოს მფლობელი დიზაინი, ფუნქციურობა და ეკონომიკა
- მტკიცე და საიმედო
- ელეგანტური და მოსახერხებელი
- დაპატენტებული* ASL (გაფართოებული ბრუნვა და ბალანსი) ტექნოლოგია
- ადვილად მოერგება ყველა არქიტექტულ მოთხოვნას
კიბეები
ჩვენს მიერ დაჯილდოებული სკამი-ლიფტები აღმოფხვრის კიბეების გამო შექმნილ ბარიერს. ის დიზაინისა და მაღალფუნქციურობის შესანიშნავი ნაზავია, ჩვენი ლიფტები გთავაზობენ ოპტიმალურ ხელმისაწვდომობას ერგონომიული მოთხოვნების დაკმაყოფილების გათვალისწინებით. ჩვენი დაპატენტებული* ASL გაფართოებული მბრუნავი და ბალანსირებული ტექნოლოგიები, ჩვენს კიბეებს ინდუსტრიაში საუკეთესო გამოგონებად აქცევს. სწორედ ამიტომ მოგვმართავენ როგორც ხანდაზმული მომხმარებლები, ასევე სამთავრობო დაწესებულებები სკამი-ლიფტების ინოვაციური და საიმედო სისტემის მისაღებად.
პლატფორმის ლიფტები
სამთავრობო შენობებიდან და ტურისტული ადგილებიდან დაწყებული საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემამდე, ჩვენი მარტივი გამოყენების ლიფტები უზრუნველყოფენ ინვალიდის ეტლში მყოფ ადამიანების დამოუკიდებელ გადაადგილებას. ძალიან საიმედო, ადაპტირებადი და გამძლე, ეს ჭკვიანი ლიფტები აუმჯობესებს შიდა და გარე საჯარო და კერძო სივრცეებზე წვდომას. შეგიძლიათ უბრალოდ ჰკითხოთ იმ მრავალი საარქიტექტურო, ობიექტის მენეჯმენტის თუ სამშენებლო კომპანიას რომლებმაც უკვე სარგებლობენ ამით.
სახლის ლიფტები
ჩვენი ელეგანტური სახლის ლიფტები ნებისმიერი სახის საცხოვრებელს ჰმატებს კომფორტს და ცხოვრების მაღალ ხარისხს. მორგებულია როგორც სახლებისთვის ასევე სტანდარტული საბინაო შენობებისთვის. ჩვენი ლიფტები ადგენენ ინდუსტრიის სტანდარტს. შექმნილია ლილვით ან მის გარეშე, ისინი ადვილად მონტაჟდება არსებულ ან ახალ სახლებში. ისინი იწარმოება სხვადასხვა ზომებში, შიდა თუ გარე შენობებში და სალონის დეკორაციის ელემენტებისა და მასალების წარმოუდგენელი ფართო არჩევანით.


